ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ამდენ ტყუილებს? რას თხზავთ ყოველდღიურად? აი, სიმართლე უთხარი ხალხს, რატომ ხარ პანიკაში? იმიტომ, რომ ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, გეშინიათ წაგების ამ არჩევნებში. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ 1000 ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ ყოველდღიურად. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი არჩევანი არის სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე უარს გეუბნებათ ხალხი.
ამიტომ ხართ პანიკაში, გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერა 20%- ზე მეტი არ იქნება ამ არჩევნებზე, თქვენ მარცხდებით ირაკლი, კარგად გაიაზრეთ მარცხდებით და ნუ გეშინიათ. ბატონ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გეშინიათ მარცხის და ნუ გეშინიათ ამ პანიკაში ნუ ხართ. თუ მაგრები ხართ, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს. [...]
ყოველდღე იგონებთ ახალ ტყუილს, ათას სისულელეს. აი, ასე მგონია, შიშისგან ნაძალადევი განცხადებაა, რომ ამდენ პროცენტს აიღებთ. რას იღებთ? თქვენ რეალურად იღებთ 20%-ს.
ხოდა ნუ გეშინიათ, გადახვალთ ოპოზიციაში და განთავისუფლდება ხალხი თქვენგან. აი ეს იქნება პასუხი ხალხისგან და საზოგადოებისგან რასაც არჩევნებზე მიიღებთ პასუხად.





