ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: საქართველოში კონფრონტაციულად განწყობილი ოპოზიციის გამარჯვება ჩვენს ინტერესში არაა

სერგეი შამბა
Georgia Today

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის ინტერესში არ შედის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "კონფრონტაციიულად განწყობილი" ოპოზიციის გამარჯვება. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას.

"ვფიქრობ,  რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის განვითარება ჩვენს ინტერესებშია. არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეტის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა. ის, რომ რუსეთი და საქართველო ოდესღაც დაამყარებენ ნორმალურ ურთიერთობას, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს, რადგან ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. არ მგონია, ჩვენს ინტერესებში შედიოდეს, რომ საქართველოში კონფრონტაციულად განწყობილმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს" – თქვა შამბამ.

კომენტარები