ბორჯომის ტყეში ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტყეში დაწყებულია ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები კი თბილისიდანაც მიემართებიან.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.





