აშშ-მა უკრაინას F-16-ებისთვის ჰაერი-მიწა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს დიდი ალბათობით გადასცემს. ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის რესპოდენტების თქმით, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და უკრაინის შეიარაღებული ძალები JASSM ტიპის რაკეტებს უახლოეს თვეებში მიიღებს. აღნიშნული რაკეტები F-16 მოდელის ავიაგამანადგურებლებზე მაგრდება.
სამხედრო ანალიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით JASSM რაკეტებმა შესაძლოა უკრაინის ომის მსვლელობა გარდატეხოს.
JASSM-ის მიღების შემთხვევაში რუსული ბაზებისა და იარაღის საწყობების დიდი ნაწილი უკრაინის ავიაციისთვის ხელმისაწვდომ რადიუსში იქნება. თუმცა უკრაინამ აშშ-ისგან რაკეტების გამოყენების ნებართვა უნდა მიიღოს.





