კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინსაშაში მკაცრი რეჟიმის ციხიდან პატიმრების მიერ გაქცევის მცდელობას, 129 ადამიანი ემსხვერპლა.
კონგოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 24 პატიმარი რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზიანებებს ემსხვერპლა, მას შემდეგ, რაც ისინი გამაფრთხილებელ გასროლებს არ დაემორჩილნენ. მისივე თქმით, დანარჩენი დაღუპულების უდიდესი ნაწილი კი გაქცევის მცდელობის დროს შექმნილი ჭყლეტის შედეგად გაიგუდა.
ციხესთან ახლოს მცხოვრები ადამიანების თქმით, გასროლების ხმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით ღამის 1 საათზე ისმოდა, მათივე თქმით, პოლიციაზე ადგილზე მისასვლელი გზა ჰქონდა გადაკეტილი, თუმცა, ამის მიუხედავად, პატიმრების ნაწილმა გაქცევა მაინც მოახერხა.
AFP-ის ცნობით, მაკალას ციხე 1 500 პატიმარზეა გათვლილი, თუმცა, რეალუარად იქ 14 000-მდე ადამიანია მოთავსებული.
2017 წელს ამავე ციხიდან ერთდროულად 4 000-ზე მეტმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა.





