რუსეთში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაური გენერალ-მაიორი ვალერი მუმინჯანოვი დააკავეს. მაღალჩინოსანს ქრთამის აღება ედება ბრალად.
გამოძიების ვერსიით, მუმინჯანოვმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 1.5 მილიარდი რუბლის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, რისთვისაც 20 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი აიღო.
ბოლო პერიოდში მუმინჯანოვი თავდაცვის სამინისტროს მეორე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც თაღლითობისთვის ან ქრთამისთვის დააკავეს.
29 აგვისტოს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გენერალი პაველ პოპოვი.





