უკანონო დაკავება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს 17 წლის მოქალაქე გაათავისუფლა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცახდებულმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 17 წლის მოქალაქე გაათავისუფლა - ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს. ახალგაზრდა გოგო 31 აგვისტოს, ახალგორის რაიონ სოფელ წინაგართან დააკავეს. 

როგორც გამოცემა სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მოქალაქე 1 სექტემბერს "ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს" ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

კომენტარები