2 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 რუსული ბალისტიკური რაკეტა და 20 შაჰედის ტიპის დრონი გაანადგურა.
საოკუპაციო ძალებმა იერიში კიევის, სუმისა და ხარკოვის ოლქებზე მიიტანეს. სულ იერიშის დროს გამოყენებული იყო:
- 16 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
- 14 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- 4 საზენიტო მართვადი რაკეტა C-300/C-400;
- ერთი გაურკვეველი ტიპის რაკეტა;
- 23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები ერთობლივი მუშაობით განადგურებულია:
- 9 ისკანდერი;
- 13 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- 20 შაჰედი;
სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის 3 რაიონში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღე ბომბავს.





