რუსული კანონი

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირება 2 სექტემბრის ჩათვლით შეიძლება

Facebook - Public Service Hall / იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციებისთვის ფილიალებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი 2 სექტემბრის ჩათვლით იქნება. 

"კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.

დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში" - წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.

კომენტარები