რუსეთში, კამჩატკაში ავიაკომპანია Vityaz-Aero-ს Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ბორტზე 22 ადამიანი იმყოფება, აქედან 3 - ეკიპაჟის წევრია.
რუსული მედიის ცნობით, ვერტმფრენი ვაჩკაჟეციდან სოფელ ნიკოლაევკაში მიფრინავდა - მანძილი 25 კილომეტრია.
გაუჩინარებულ ვერტმფრენს უკვე ეძებს სამაშველო სამსახური, ასევე, ავიაკომპანიის კიდევ ერთი ბორტი.





