"შეგვიძლია ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ." - რუსული კანონის აღსრულების პროცესის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ ისაუბრა.
დევიძის თქმით, არსებობს მედიაორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ ვებგვერდზე აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. მისივე ინფორმაციით, ესეც არის ინფორმაციული წყარო, რომლითაც საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს.
"მონიტორინგი გულისხმობს რომ განისაზღვროს ის სუბიექტები რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20% ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი.
მონიტორინგი გულისხმობს რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამ რეესტრში. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობობს წესი როგორ უნდა მოხდეს. ანუ როდესაც, მაგალითად, თვითდეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები" - თქვა დევაძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საჯარო რეესტრი ორგანიზაციების ოფისებში არ შევა და მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ.
"ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდშეგვიძლია წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ." - თქვა დევიძემ.
მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს განიხილავს.