ირაკლი შოთაძე

მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავარი პროკურატურა

მთავრობამ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

"1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის "გ" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის" მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.

2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე". - წერია განკარგულებაში.

შოთაძემ თანამდებობა "ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის" გამო დატოვა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 6 წლის ვადით ახალ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩიეს

კომენტარები