ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ტოვებს

პარლამენტი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პოსტს ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება "ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის" გამო მიიღო.

"ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით" - წერს ირაკლი შოთაძე და ამაყობს იმ წვლილით, რაც "ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში".

კომენტარები