არჩევნები 2024

აქუბარდია: წარმოუდგენელია ივანიშვილის დამარცხება გახარიას გუნდის მონაწილეობის გარეშე

ბრძოლას ვაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდიდან, იმ საქართველოსთვის, რომელიც არის ევროპული, სადაც არის რეალური მშვიდობა, უსაფრთხოება და სადაც არის ევროპული ტიპის კეთილდღეობა.

მინდა გითხრათ, რომ არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი და არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მინდა გითხრათ ორი მიზეზი, რის გამოც ვარ ამ გუნდში.

ერთი არის ის, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე და მეორე, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს, საპარლამენტო გუნდთან ერთად - კეთილსინდისიერება, ზომიერება და თანმიმდევრულობა. შესაბამისად, დღეიდან უკვე გავაგრძელებ ბრძოლას და თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ქვეყნის რეალურ მშვიდობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალსა და კეთილდღეობას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.  განცხადება გახარიამ და აქუბარდიამ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

კომენტარები