ბათუმი

ბათუმში "ჭაჭის კოშკს" ანგრევენ

ჭაჭის კოშკი
ბათუმელები

ბათუმში "ჭაჭის კოშკს" ანგრევენ - ფოტომასალას ადგილობრივი გამოცემა AjaraTimes ავრცელებს. 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმა "ამორტიზებული და უსახური" "ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის" დემონტაჟს ითვალისწინებს. 

როგორც განკარგულებაში წერია, "ჭაჭის კოშკი" იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მუნიციპალური პარკი მოეწყობა.

"მუნიციპალური პარკი დაიტვირთება სრულიად სარეკრეაციო ფუნქციით, განხორციელდება პარკის რეკონსტრუქცია. დაგეგმვის მიზნებში განმარტებულია, რომ საპროექტო ტერიტორია მოიცავს ადგილს, სადაც განთავსებულია „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ და ეს ტერიტორია აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არის უფუნქციო, საჭიროებს გონივრულ დაგეგმვას და განვითარებას. დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისიწნებს ამორტიზებული და უსახური „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ -ს დემონტაჟს" - წერია ბათუმის საკრებულოს აგვისტოში გამოქვეყნებულ განკარგულებაში. 

კომენტარები