საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე პირველი განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას სასამართლო თავად ავრცელებს.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის.





