გერმანია

ოლაფ შოლცი დეპორტაციის პროცესის გამკაცრების პირობას დებს

ფოტო: REUTERS/Jana Rodenbusch

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 26 აგვისტოს საჯარო პირობა დადო, რომ გააძლიერებს დეპორტაციის პროცესს გერმანიაში. განცხადება გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენის ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის ადგილას ჩასვლისას გააკეთა.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ყველა იმ ადამიანის დეპორტაციისა და სამშობლოში დაბრუნებისთვის, ვისაც გერმანიაში დარჩენა აღარ შეუძლია და არც დარჩენის უფლება აქვს". - თქვა შოლცმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.

"ეს ტერორიზმია, ტერორიზმი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ". - თქვა გერმანიის კანცლერმა.

25 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენის დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე მომხდარ დანით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ჯგუფის თქმით, თავდამსხმელი ქრისტიანებს დაესხა თავს და "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია", რომელმაც ქმედება "პალესტინაში და ყველგან მუსლიმებისთვის სამაგიეროს გადასახდელად" ჩაიდინა. 

პოლიციის ცნობით, ბრალდებულის ძებნას განაგრძობენ და მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარები