გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენის დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე დანით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ჯგუფის თქმით, თავდამსხმელი ქრისტიანებს დაესხა თავს და "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია", რომელმაც ქმედება "პალესტინაში და ყველგან მუსლიმებისთვის სამაგიეროს გადასახდელად" ჩაიდინა.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულის ძებნას განაგრძობენ და მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მანამდე, გერმანიაში, ზოლინგენის ქალაქში დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე თავდამსხმელმა დანით 3 ადამიანი მოკლა, სულ მცირე, 8 კი მძიმედ დაშავდა.
მედიის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს განურჩევლად ესხმოდა თავს.