უკრაინის საჰაერო ძალებმა 22 აგვისტოს კურსკში მაღალი სიზუსტის GBU-39 ტიპის ამერიკული ბომბები რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ გამოიყენეს - ინფორმაციას და დარტყმების ამსახველ ვიდეოს საჰაერო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკი Telegram-ზე ავრცელებს.
როგორც ოლეშუკი წერს, საჰაერო დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფზე, ტექნიკაზე, შეიარაღებაზე და 40-მდე სამხედროზეა განხორციელებული.





