ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართება.
მთივლიშვილი ასევე ამბობს, რომ მასთან გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, ოთხივე სარჩელი გაერთიანებულია.
"დღეს მივიღე შეტყობინება, რომ 29, 30, 31 აგვისტოს გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა. ამ წერილობითი შეტყობინების თანახმად, ოთხივე სარჩელი არის გაერთიანებული..." - თქვა მთივლიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული: საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და თავად გელა მთივლიშვილის.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
- 121 NGO-მ და მედიაორგანიზაცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართავს
ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღზე ინფორმაციას არ ფლობენ.





