ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიაჩნიათ, რომ "უბრალო ჯარისკაცები" არიან.
პუტინი 20 აგვისტოს გროზნოს ეწვია და კადიროვს შეხვდა. სწორედ ამ ვიზიტის დროს ისაუბრა პუტინმა ამ საკითხზე.
შეხვედრის დროს პუტინის შექების შემდეგ კადიროვმა თქვა: "მე მხოლოდ ქვეითი ვარ". ამ სიტყვებზე რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: "ჩვენ ყველა ქვეითები ვართ. ამ გაგებით ყველა საერთო ვითარებაში ვართ".
ჟურნალისტმა შემდეგ პუტინს ჰკითხა, კადიროვის მსგავსი "ქვეითები" ამართლებენ თუ არა მის ნდობას. პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კადიროვის მსგავსი ბევრი ჯარისკაცის ყოლა სურს.
"მეტი ასეთი ქვეითი რომ მყოლოდა, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუმცა ასეთი ერთი ქვეითიც ძვირად ფასობს." – თქვა პუტინმა კადიროვზე.
ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩეჩნეთში სპეცრაზმის უნივერსიტეტს ეწვია.