გახარიასთან, პირდაპირ გეტყვით, რომ არ გვაქვს არანაირი კონსულტაცია და არანაირი მოლაპარაკება. არ განვიხილავთ უახლოეს მომავალში არაფერს მსგავსს. მნიშვნელოვანია, მაგალითად, რომ ლელოს შემოუერთდა გიორგი უშიკიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში კულტურასთან, ტრადიციებთან ასოცირდება. გახსენდება, როგორც პატრიოტი მოქალაქე, რომელიც უკომპრომისო იყო ყოველთვის საკუთარ წინააღმდეგობებში.
შტაბის ახალი ხელმძღვანელია დავით გამყრელიძე, რომელიც გამოცდილი პოლიტიკოსია და მას აქვს ის უნარები, რაც სჭირდება ძალიან დისციპლინირებულ, კოორდინაციაზე დამყარებულ ხელმძღვანელობას.