ნუ, ოპოზიცია ამ კვლევებს არ აღიარებს, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან, რომ რამენაირად სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. თუ არ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა, რატომ ერთიანდებიან ასე ერთმანეთის მიყოლებით. რეალურად, სურათი რაც არის, თვითონაც კარგად იციან და სურათი არის ზუსტად ასეთი - ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რასაც კომპანია ატარებს და სურათი არის მსგავსი. მე გადავიანგარიშე და რომ ავიღოთ GORBI-ს კვლევა, 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ს კვლევით, ოპოზიციას გამოსდის 43 მანდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 6 მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ამ მონაცემებით და ვფიქრობ, რომ ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულები და სწორი კამპანია წარვმართოთ. ასეთ შემთხვევაში 113 მანდატის მიღება თავისუფლად შესაძლებელია. GORBI-ს მონაცემები ამას გვეუბნება, ჩვენი კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემები ამას გვეუბნება, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ქართული ოცნების მიერ 113 მანდატის მიღება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.
არჩევნები 2024
კობახიძე GORBI-ზე: ამ მონაცემებით მხოლოდ 6 მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე
tbl.ge/6vfd
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძე.
14 აგვისტოს გამოქვეყნდა სამთავრობო მედიის იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს - 13.1%.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




