სამთავრობო მედიის, იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 59.3% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას - 13.1%, კოალიცია ლელო/ანა დოლიძე - ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს - 5.8%, კოალიცია ახალი/გირჩი - მეტი თავისუფლება/დროას - 5.5%, გახარიას პარტიას კი 4.8%.
გორბის კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსისა და ალტ ინფოს კოალიციას გამოკითხულთა 3% მისცედა ხმას, ევროპულ საქართველოს - 2.2%, გირჩს კი 2.1%.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, გორბმა გამოკითხვა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.





