რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 13 აგვისტოს ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
"გასულ ღამეს (13 აგვისტო) შეჩერებულ იქნა კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი მორიგი ტერორისტული აქტი. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 14 უპილოტო საფრენი აპარატი". – წერია უწყების ანგარიშში.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება დრონები 3 ოლქში – კურსკში, ბელგოროდში და ვორონეჟში გაანადგურეს.





