უკრაინა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კორუფციის გამო თანამდებობიდან მოხსნეს

უმაღლეს რადაში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის, ტარას მელნიჩუკის მიხედვით, ენერგეტიკის მინსტრის ერთ-ერთი მოადგილე, ოლეკსანდრ ხეილი კორუფციის ბრალდებით თანამდებობიდან მოხსნეს

მანამდე, უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების შედეგად გამოვლიდა “ფართო მასშტაბის კორუფციული სქემა” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ბრალდებულის სახელი. 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა $500 000-ის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ სახელმწირო მფლობელობაში არსებულ ქვანახშირის მომპოვებელ კომპანიებს მუშაობის უფლება მისცა დონეცკის ოლქში, სადაც აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ოკუპანტების წინააღმდეგ. 

კომენტარები