ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა ისრაელელი მოკლა, პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

Michael Giladi/Flash90

ისრაელური მედიის ცნობით, 11 აგვისტოს იორდანიის ველზე, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ისრაელელი მოკლა, ხოლო ერთი დაჭრა. პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. 

დაღუპული ისრაელელი 23 წლის იონათან დოიჩია. იგი, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი იყო, თუმცა პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. მასაც და დაშავებულ 32 წლის ისრაელელს პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნა. შემთხვევა იორდანიის ველზე, მეჰოლას დასახლებასთან მდებარე ავტობანზე მოხდა. 

მოგვიანებით ჰამასის ალ-ქასამის ბრიგადამ განაცხადა, რომ ისრაელელი ჯარისკაცი დასავლეთ სანაპიროს დანაყოფის წევრებმა მოკლეს და შემდეგ "ბაზას მშვიდობით დაუბრუნდნენ". 

მათივე თქმით, ტერორისტული თავდასხმა საპასუხო რეაქცია იყო ისრაელის ქმედებებზე. 

კომენტარები