რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 11 აგვისტოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის მიერ გაშვებული 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის რეჟიმის კიდევ ერთი შეტევა ჩაშალეს. განადგურებულია 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". – წერია უწყების ანგარიშში.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს 18-დან 11 დრონი ჩამოგდებულია კურსკის ოლქში, 5 ბელგოროდში და 2 ვორონეჟში.
უკრაინის მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ეხმაურება.





