უბედური შემთხვევა

მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა

34 წლის მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა

უბედური შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა. შსს-მ მთამსვლელების ოთხკაციანი ჯგუფიდან სამი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გადაიყვანა.

"მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პირი ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს" - წერდა შსს 11 აგვისტოს და აღნიშნავდა, რომ "დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში" მიმდინარეობდა.

კომენტარები