უბედური შემთხვევა სვანეთში

შსს: სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მაშველები მთამსვლელს ეძებენ, რომელსაც მეხი დაეცა

შესწორება: შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ "უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს".

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი მთამსვლელების ჯგუფის ცნობით, ერთ-ერთი მთამსვლელი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შსს და საგანგებოს სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების თქმით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები