2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

ტალახაძე: ალბათ, ჩემთვის ეს მედალი ყველაზე დიდი სიმდიდრეა

ალბათ, ჩემთვის ეს მედალი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. რა თქმა უნდა, ყველა მედალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მესამედ მოპოვებული მედალია. ასე რომ ვთქვათ, ამ მედლის მოპოვება გაგვიჭირდა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს. მამაჩემს, ვინც ვარჯიში დამაწყებინა. ჩემ მომზადებაში ძალიან დიდი შრომა ჩადეს. მინდა, ეს მედალი ჩვენს ყველა გულშემატკივარს, ფედერაციას, მწვრთნელებსა და ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ძალიან მიყვარხართ. ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის ძალიან დიდი მადლობა. 

თქვა ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ.

კომენტარები