რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონეცკის ოლქში სუპერმარკეტის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სუპერმარკეტის ნანგრევები კონსტანტინოვკაში
Unian

9 აგვისტოს რუსეთმა დონეცკის ოლქში, ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით ამ დროისთვის დაშავებულია 43 ადამიანი.

"ეს არის ტერორიზმი და ბარბაროსობა. არც ერთი ფრონტზე მომხდარი სიტუაცია არ ამართლებს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას. დაწყებულია გამოძიება სამხედრო დანაშაულის მუხლით. ტერორისტი სახელმწიფო თავისი ქმედებებისთვის დაისჯება". - წერია გენპროკურატურის განცხადებაში.

დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

კომენტარები