რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვის ცენტრი დაბომბა, არიან დაშავებულები

დაბომბილი ხარკოვის ცენტრი
Pravda.ua

რუსეთმა ხარკოვის ცენტრი დაბომბა. შევჩენკოს რაიონში ისკანდერის ტიპის რაკეტა აფეთქდა.

"დაახლოებით დილის 10 საათზე, ხარკოვში, შევჩენკოს რაიონი ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება 5 დაშავებულ მოქალაქეს გაუწიეს. ორი ქალი ქირურგიულ განყოფილებაშია, დანარჩენები ამბულატორიაში". – თქვა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ სინეგუბოვმა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა პოლიკლინიკა, ავტომობილები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები