პუტინის რუსეთი

18 წლის ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი "რუსეთის გმირი" ფრონტზე დაბრუნდა

ვლადიმირ პუტინი და ირეკ მაგასუმოვი
Tass

18 წლის ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული ვიცეპოლკოვნიკი ირეკ მაგასუმოვი უკრაინის ფრონტზე დაბრუნდა. სამხედრო 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მაგასუმოვს რუსეთის გმირის ორდენი ჰქონდა მინიჭებული, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩამოართვეს.

2023 წლის 11 აგვისტოს მაგასუმოვმა ლუგანსკის ბარში 18 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

მკვლელობამდე 9 დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაგასუმოვს უმაღლესი ჯილდო, რუსეთის ფედერაციის გმირის ორდენი გადასცა. ვიცეპოლკოვნიკს ასევე ერთი წლით ადრე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის აქვს ორდენი მიღებული.

რუსეთის ფედერაციის გმირის ორდენი უმაღლესი სამხედრო ჯილდოა და საბჭოთა კავშირის გმირის ორდენის თანამედროვე ანალოგს წარმოადგენს.

კომენტარები