დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა, რომ დებატები პენსილვანიაში, 4 სექტემბერს გაიმართება და მისი მოდერატორები Fox News-ის წამყვანები, ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.
ტრამპის თქმით, დებატებს ცოცხალი აუდიტორია ეყოლება, განსხვავებით ჯო ბაიდენთან CNN-ის მოდერაციით გამართული დებატებისა, რომელსაც მაყურებელი არ ესწრებოდა. მანვე აღნიშნა, რომ წესები ბაიდენთან გამართული დებატების მსგავსი იქნება
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კამალა ჰარისი Fox News-ის შეთავაზებაზე დათანხმებას. აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაციის მისაღებად საკმარისი რაოდენობის ხმები მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ ტრამპსა და ჰარისს შორის დებატები შედგება, ეს ტრამპისთვის მეორე, დემოკრატების ახალ კანდიდატთან კი პირველი იქნება.





