ინდოეთში, კერალას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 166 ადამიანი ემსხვერპლა, 195 ადამიანი კი დაშავებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა და სამხედროებმა სტიქიის ზონიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, თუმცა, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კვლავ გაიზრდება, რადგან არიან დაკარგულებიც.
ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მეწყერის შედეგად დაზიანებულია ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი.
აღსანიშნავია, რომ მეწყერმს რეგიონის მთავარი დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. ხელისუფლების ცნობით, სამხედროებს დროებითი ხიდის მშენებლობა დაწყებული აქვთ.
ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შტატში ეს 2018 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე მასშტაბური სტიქიაა.





