ავტოსაგზაო შემთხვევა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

Tabula

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები