თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 ივლისს სიტყვით გამოსვლისას პალესტინელების მხარდაჭერის მიზნით ისრაელში შეჭრით დაიმუქრა.
"ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ისრაელმა პალესტინას ასეთი რაღაცები ვერ გაუკეთოს". - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჰამას-ისრაელის ომზე საუბრისას.
"ისევე, როგორც ყარაბაღში შევედით, ისევე, როგორც ლიბიაში შევედით, ჩვენ შეიძლება, მათაც [ისრაელს] იმავენაირად მოვექცეთ. არაფერია, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ". - განაცხადა ერდოღანმა.





