ლარის კურსი

თურნავა: საკმაოდ მყარია ლარი, ამას შეეჩვია მოსახლეობა და აწუხებთ მერყეობები

პირიქით, ბოლო 12 თვეზე მეტია, საკმაოდ მყარია ლარი, საკმაოდ სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას შეეჩვია ჩვენი ბიზნესი, შეეჩვია მოსახლეობა და, ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს ახლა ეს მერყეობები, რაც ბოლო დროს ხდება.

მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შემოდინების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, იმ პროგნოზების თვალსაზრისით, რასაც ჩვენი პარტნიორები და დონორები აკეთებენ ჩვენთან მიმართებით, არაფერი არ მიუთითებს იმისკენ, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის  მონაწილეები - ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და არჩევს ერთმანეთისგან ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის მაინც არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც, რა თქმა უნდა, აუარესებს მოლოდინებს, მაგრამ არ მატერიალიზდება ეს რისკები, შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში კვლავაც დასტაბილურდეს ბაზარი" - ამბობს თურნავა.

კომენტარები