მეგობრებო, ჩვენი დაუნდობელი მტრების დასამარცხებლად საჭიროა გამბედაობაც და სიცხადეც. სიცხადე იწყება სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავების ცოდნით. თუმცა, გასაოცარია, რომ ბევრი ანტიისრაელელი დემონსტრანტი ირჩევს ბოროტების გვერდზე დგომას. ისინი ჰამასის გვერდზე დგანან. ისინი გამაუპატიურებლებისა და მკვლელების გვერდზე დგანან. ისინი დგანან მათ გვერდზე, ვინც შევიდნენ კიბუციმში, სახლში, სადაც მშობლები ბავშვებს მალავდნენ. სხვენში, საიდუმლო სხვენში. მათ დახოცეს მშობლები, იპოვეს საიდუმლო შესასვლელი და ბავშვები დახოცეს. ეს დემონსტრანტები მათ გვერდზე დგანან. საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ.
ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი
ნეთანიაჰუ: ანტიისრაელელი დემონსტრანტები ირჩევენ ბოროტების გვერდზე დგომას
tbl.ge/6umi
დაკოპირდა

თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს კონგრესში გამოსვლის დროს, როცა პარალელურად, შენობის გარეთ მის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება.
ამავე თემაზე
- ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გამშვები პუნქტი ქვეითებისთვის დღეიდან გაიხსნება
- მედია: ქალაქ ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ისრაელმა ჰამასის გავლენიანი მეთაური მოკლა
- მედია: ღაზაში ანტიჰამასური დაჯგუფების ლიდერი "შიდა დაპირისპირების" დროს მოკლეს
- ისრაელმა სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლის პასუხად ღაზაში ჰამასზე საჰაერო იერიშები მიიტანა
- გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა




