შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ბრალდებულია 1993 წელს დაბადებული კაცის ცივი იარაღით დაჭრაში.
მათივე ცნობით, ბრალდებული 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, გ.ცაბაძის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული მ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული." - წერია განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.