სერბეთი

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან პოლიციელი მოკლეს, მეორე მძიმედაა დაჭრილი

სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საზღვართან, ქალაქ ლოზნიცაში სროლის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე მძიმედ არის დაჭრილი. 

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე ნაპოვნია სავარაუდო მსროლელის პასპორტი, რითიც ირკვევა, რომ ის კოსოვოს მოქალაქეა. მინისტრმა განმარტა, რომ პოლიციელებს ესროლეს მაშინ, როდესაც მათ ბრალდებულების მანქანა გააჩერეს დოკუმენტების შესამოწმებლად. 

ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მდგომარეობა მძიმეა. 

ამ დროისთვის, დამნაშავე პირი ჯერ არ დაუკავებიათ. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის ოპერაციაში გამოიყენება დრონები და შვეულმფრენები. 

 

კომენტარები