ოლიმპიადა 2024

კალაძე: მახსოვს წლები, როდესაც სპორტსმენს სხვა რაღაცებზე უწევდა ფიქრი

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ცხადია შემთხვევითი არ არის. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადადგმული ნაბიჯები და დამოკიდებულება სპორტის მიმართ, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ. მე მახსოვს წლები, როდესაც იყო სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით - არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, იყო გაუსაძლისი მდგომარეობა სხვადასხვა სპორტის სახეობაში და სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე უწევდა ფიქრი. დღეს, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული მდგომარეობა და შედეგიც, რა თქმა უნდა, სახეზეა.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე.

კომენტარები