აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგი წარმომადგენელი ავრცელებს, რითაც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხის ქვეშ აყენებს და აზიანებს ჩვენს პარტნიორობასა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.
ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ქართველ ხალხს აზიანებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და სხვა მრავალ სფეროს ეხმარებიან. სწორედ ამის შედეგად, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი გაყინა, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგი იყო.
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული მზარდი ძალადობა და დაშინება ანალოგიურად საგანგაშოა. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს, წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მეტოქეების ინტერესებს ემსახურება.





