თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება.
კალაძის თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
"დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს" – თქვა კახა კალაძემ.