ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა - ამ [რუსული] კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-თქო, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა. იმიტომ, რომ ამას აშშ-სა და ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუციის მხრიდან იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოჰყვა, რომ ვხვდები, ეს მათი, ვიღაცების ხელში ნამდვილად პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო შიდა პროცესებზე ზემოქმედების.
tbl.ge/6u37
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს გადაწყვეტილებებს. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამ მომენტში, საქართველოსთან აშშ-ს ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.
ასევე, აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, რომ ბოჭორიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის გვერდით დგას
- მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო




