საქართველო-აშშ

კობახიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეზე: ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა

მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

 მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას.მე ასე მჯერა. ეს სჭირდება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე საქართველოს, ორივეს თანაბრად. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს და პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი საელჩოში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მიულოცა. 

კომენტარები