ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 2 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.77 თეთრით. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7937 ლარია, ერთი ევროსი - 2.9937 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები