საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კიტეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი მოვა საღამოს, გვიხარია, რომ საქართველოში ეს ხდება

ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მაგარი შეგრძნებებია, მით უმეტეს, ამდენ ხალხს რომ უყურებ, დილაუთენია როგორ გამოდის და ჩვენს დასახვედრად ემზადება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა საღამოს, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ხდება.

თამაშზე მიღებული ტრავმისგან რეაბილიტაციისთვის, ალბათ, გარკვეული დრო დამჭირდება და ამის შემდეგ გუნდს შევუერთდები. ჯერ არ ვიცით რა დაზიანებაა, მაგრამ მალე გავიგებთ.

ზოგადად, ასეთი დაფასება ხალხისგან და ასეთი სიყვარული არის ძალიან დიდი რამ და ძალიან საამაყოა. ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ.

უთხრა TV პირველის ჟურნალისტს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გერმანიიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

კომენტარები