რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 36 უკრაინული დრონი

რუსეთის მტკიცებით, 1 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

"შეჩერებულია კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

უწყების მტკიცებით, 18 დრონი ჩამოგდებულია ბრანსკის ოლქში, ასევე 9-9 საფრენი აპარატი განადგურებულია ბელგოროდსა და კურსკში.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები